პოლიტიკა

სომხურ გენოფონდს 6000 წელზე მეტი ხნის უწყვეტი გენეტიკური ისტორია აქვს: სამეცნიერო მტკიცებულება

სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტმა ჩაატარა სომხეთის მთიანეთის, ძველი ბალკანეთის თანამედროვე დნმ-ის ნიმუშების სრული გენომის შედარებითი ანალიზი. მან აჩვენა, რომ სომხები განსხვავდებიან ბალკანეთის უძველესი, თანამედროვე მოსახლეობისგან , რაც  უარყოფს  ე.წ. სომხების წარმოშობის „ბალკანური ჰიპოთეზას“, რომელიც სომეხი ხალხის წარმოშობის ისტორიოგრაფიაში ერთ-ერთ დომინანტურ თეორიად ითვლება.

კვლევა მიზნად ისახავს სომხეთის მთიანეთის მოსახლეობის გენეტიკური უწყვეტობის აღდგენას, სომხური გენოფონდის რუკების შედგენას, კემბრიჯის, კოპენჰაგენის, ტარტუს უნივერსიტეტებთან, ასევე რუსეთის მეცნიერებათა აკადემიასთან თანამშრომლობით.

მეცნიერული სამუშაოების ხელმძღვანელმა, სომხეთის  მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის ევოლუციური გენომიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლეონ ეპისკოპოსიანმა აღნიშნა.

„სომეხთა წინაპრების სომხეთის მთიანეთში წარმოშობისა თუ ჩამოსვლის საკითხი დიდი ხანია მწვავე დებატების საგანია არქეოლოგთა, ანთროპოლოგთა, ისტორიკოსთა და ენათმეცნიერთა საზოგადოებაში. სომეხი ხალხის არააბორიგენული წარმომავლობის შესახებ აკადემიურ ლიტერატურაში გავრცელებულ ჰიპოთეზებს შორის ჭარბობს ეგრეთ წოდებული „ბალკანური თეორია“, რომელიც ეფუძნება ძველი ბერძენი ისტორიკოსის ჰეროდოტეს (ძვ. წ. 440 წ.) მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ისტორიკოსი სომხებს ფრიგიელ კოლონიზატორებად თვლიდა მათი ენისა და სამხედრო ფორმების გამო, რომელსაც ისინი ატარებდნენ სპარსეთის მეფის ქსერქსეს ჯარში.

დამაჯერებელი ლინგვისტური, ისტორიული და არქეოლოგიური მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, სომხების ბალკანური წარმოშობის ჰიპოთეზა უნდა შემოწმდეს უფრო მგრძნობიარე, ობიექტური ხელსაწყოების გამოყენებით, როგორიცაა თანამედროვე გენეტიკა. „ამ თვალსაზრისით ჰეროდოტეს „ვერსია“  დასაშვებია მხოლოდ ბალკანეთის გენეტიკური სუბსტრატის გარკვეული სიგნალების არსებობის შემთხვევაში ბალკანეთიდან სომხეთის მთიანეთამდე, როგორც არქეოლოგიურ მასალებში, ასევე თანამედროვე მოსახლეობის, მათ შორის სომეხთა გენოფონდში“, – განაცხადა პროფესორმა ლეონ ეპისკოპოსიანმა.

წარსული დემოგრაფიული პროცესების „წერილობითი“ გენეტიკური მტკიცებულებების მისაღებად, ზემოაღნიშნული გეოგრაფიული არეალის უძველესი დნმ-ის ნიმუშები, რომლებიც ქრონოლოგიურად თანმიმდევრულ პერიოდებს მიეკუთვნება (ნეოლითიდან ანტიკურამდე) შეადარეს შესაბამისი რეგიონის თანამედროვე მოსახლეობის გენეტიკურ მასალას. სრული გენომიური ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ სომხურ გენოფონდს 6000 წელზე მეტი ხნის უწყვეტი გენეტიკური ისტორია აქვს. ეს სურათი მნიშვნელოვნად განსხვავდება სამხრეთ-დასავლეთ აზიის სხვა პოპულაციების დემოგრაფიული ისტორიისგან, რომლებიც ექვემდებარებოდნენ მნიშვნელოვან გარე გენეტიკურ გავლენას.

„რამდენიმე ათასწლეულის მანძილზე გენოფონდის სტაბილური მაღალი დონით სომხები გამოირჩეოდნენ სარდინიის მოსახლეობისგან, რომელიც დიდი ხანია ითვლებოდა კლასიკურ გენეტიკურ იზოლაციად ნეოლითიდან ბრინჯაოს ხანის ბოლომდე, მაშინ როცა  თითქმის მთელი კონტინენტური ევროპა ექვემდებარებოდა მრავალრიცხოვან უცხოურ შემოსევებს. ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს სომხების ძირძველ წარმომავლობას სომხეთის მთიანეთში, არის ღირებული წყარო არმენოლოგებისთვის, რომლებიც ამუშავებენ სომხების ეთნოგენეზის საკითხებს, სომხური კულტურისა და ენის წარმოშობასა და განვითარებას”, – თქვა პროფესორმა ლეონ ეპისკოპოსიანმა.

კვლევა ტარდება სომხური გენოფონდის შესწავლისკენ მიმართული რიგი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, რომლებსაც აფინანსებს სომხეთის მეცნიერებათა კომიტეტი. სამუშაოები ძირითადად ახალგაზრდა მეცნიერების ძალისხმევით განხორციელდა.

შედეგები გამოქვეყნდა  ჟურნალებში «Current Biology», «Human Genetics», «Human Biology» და «Molecular Genetics and Genomics».

ავტორი ლილით მურადიან

ნახეთ მეტი
Back to top button