22 დეკემბერს უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი შეხვდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს სტანისლავ ზასს, რომელიც სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფება.
შეხვედრაზე მხარეებმა კუხო-ში სომხეთის თავმჯდომარეობის პერიოდში განსახორციელებელი პროგრამები განიხილეს. ამ კონტექსტში პრიორიტეტად განიხილებოდა კუხო-ს წევრი ქვეყნების ერთობლივი საქმიანობა ტერორიზმის, ექსტრემიზმის, მიგრაციის უსაფრთხოების, ბიოლოგიური უსაფრთხოებისა და ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ პოლიტიკის შემუშავებაში.
თანამოსაუბრეებმა მოსაზრებები გაცვალეს სომხურ-აზერბაიჯანულ, ტაჯიკეთ-ყირგიზეთის და ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვრებზე დაძაბულობის განმუხტვაში წვლილის შეტანის თაობაზე. აქ, კუხო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა ავღანელი ლტოლვილების მიგრაციის მზარდ ალბათობას კუხო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე და ის მიგრაციულ გამოწვევად შეაფასა.
უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა გააცნო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს სომხეთისთვის უპირველესი მნიშვნელობის გამოწვევაა. ამ კონტექსტში ორივე მხარემ მნიშვნველობა მიანიჭა სომხეთ-აზერბაიჯანული საზღვრის დემარკაციის პროცესის სასწრაფო დაწყებისთვის პირობების უზრუნველყოფას.