საზოგადოება

მესამე და ყოველ შემდეგ ახალშობილს თვეში 50 000 (დაახლოებით 100 აშშ დოლარი) დრამს გადაუხდიან

ოჯახში მესამე და ყოველ შემდეგ ახალშობილს გადაეცემათ თვეში 50 000 (დაახლოებით 100 აშშ დოლარი) დრამი, სანამ ბავშვი 6 წლის გახდება.

შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეს წინადადება დღეს სომხეთის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.

„გადაწყვეტილება გავრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ბავშვი დაიბადა 2022 წლის 1 იანვარს ან მის შემდეგ, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით“, – განაცხადა მინისტრმა ნარეკ მკრტჩიანმა პროექტის წარდგენისას და დასძინა, რომ ინიციატივა მიმართულია სომხეთში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მოსალოდნელია, რომ პროგრამის განხორციელება გაზრდის ბოლო წლებში რეგისტრირებული 3-ზე მეტი ბავშვის რაოდენობის წლიური ზრდის ტემპს.

ოფიციალური სტატისტიკით, სომხურ ოჯახებში 3-ზე მეტი ბავშვის რაოდენობა ბოლო 5 წლის განმავლობაში 5%-ით გაიზარდა. პროგრამის განხორციელების შედეგად მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად კიდევ 3%-ით გაიზრდება.

თუ 2020 წელს სომხეთში 10,131 მესამე და მეტი ბავშვი დაიბადა, მთავრობის შეფასებით, 2022 წელს დაიბადება 10,956, 2023 წელს – 11,844, 2024 წელს – 12,804, ხოლო 2025 წელს – 13 848 და 2026 წელს – 14 976.

მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ასიგნებები 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით უკვე არის გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ სომხეთის რესპუბლიკაში მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით, ბავშვის დაბადების შემთხვევაში გათვალისწინებულია მხოლოდ ერთჯერადი სახელმწიფო დახმარება.

ნახეთ მეტი
Back to top button