მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კუხო-ს გენერალური მდივანი მიიღო

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივანი სტანსილავ ზასი.

პრემიერ-მინისტრმა მიესალმა კუხო-ს გენერალურ მდივანს  და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი არის კარგი შესაძლებლობა განიხილონ რეგიონში არსებული ვითარება, ასევე შეაჯამებული იქნას ორგანიზაციის  საქმიანობა განვლილ  2021 წელს. „ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა პროგრამები და გამოწვევები გვაქვს 2022 წელს, ვისაუბრებთ ორგანიზაციის შემდგომი განვითარების მექანიზმებზე და ახალ რეგულაციებზე.  რა თქმა უნდა, ჩვენ შევეხეთ რეგიონში არსებულ მდგომარეობას და ზოგადად კუხო-ს  პასუხისმგებლობის არეალს”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სტანისლავ  ზასმა მადლობა მოახსება თბილი მიღებისათვის და აღნიშნა, რომ „ეს არის სექტემბრის სხდომების გადაწყვეტილებების და სომხური მხარის მიერ მისი თავმჯდომარეობის  პერიოდში დასახული პრიორიტეტების სისრულეში მოყვანა. ჩვენ უკვე შევიმუშავეთ ეს დოკუმენტი და შევთანხმეთ ყველა  წევრ სახელმწიფოსთან. მინდა აღვნიშნო, რომ ამ კუთხით ჩვენი მთავარი დოკუმენტი, რომელზეც სამდივნო, გენერალური შტაბი და სხვა ორგანოები იმუშავებენ, ასახავს საგარეო საქმეთა მინისტრების დუშანბეში გამართულ შემოდგომის შეხვედრაზე გამოთქმულ ყველა ინიციატივას და წინადადებას. ის ასახავს ყველა იმ პრიორიტეტს, რომელიც თქვენ დუშანბეში შემოდგომის სესიაზე დავსახეთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენმა სახელმწიფოებმა დაადასტურეს, რომ მზად არიან მომავალ წელს იმუშაონ იმავე პრიორიტეტებით, რაც იყო შემოთავაზებული, მათ შორის, თავმჯდომარე ქვეყნის, სომხეთის მიერ“.

შეხვედრაზე განიხილეს კუხო-ს  პასუხისმგებლობის სფეროში არსებული ვითარება, პრობლემები და გამოწვევების დაძლევისკენ მიმართული ნაბიჯები, ასევე ორგანიზაციის მიერ 2022 წელს გათვალისწინებული პროგრამები და ღონისძიებები.

ნახეთ მეტი
Back to top button