მთავარიპოლიტიკა

შოიგუმ რუს სამხედროებს მთიან ყარაბაღში მშვიდობის გარანტი უწოდა

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების  შემადგენლობა მთიან ყარაბაღში მშვიდობის გარანტია. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„წელზე მეტია რუსი სამშვიდობოები ქმნიან პირობებს მთიან ყარაბაღსა და მეზობელ რეგიონებში მშვიდობიანი ცხოვრების დამყარებისთვის, რაც ხელს უწყობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების აღდგენას. ამ დროისთვის სერიოზული ინციდენტი არ დაფიქსირებულა. რუსული სამხედრო ძალები აგრძელებენ მშვიდობის გარანტიის როლს სირიაშიც“, – განაცხადა შოიგუმ.

ნახეთ მეტი
Back to top button