მთავარიპოლიტიკა

ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ პრემიერი გზების განბლოკვის საკითხის განსაზღვრულ გადაწყვეტას ხედავს

ყოველ შემთხვევაში, სომხური მხარე არ დათანხმდება საბაჟო ინსპექტირების და საბაჟო გადასახადის დაწესების გარეშე აზერბაიჯანისთვის გზის მიცემას. ამის შესახებ  მასმედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ორგანიზებული ონლაინ პრესკონფერენციის ფარგლებში განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, პასუხი გასცა რა კითხვას, თუ რატომ არ მოხერხდა აზერბაიჯანთან შეთანხმების მიღწევა საავტომობილო გზების განბლოკვის საკითხში, აზერბაიჯანმა სხვა მოთხოვნები წამოაყენა  და რა არის სომხეთის წითელი ხაზები?

„ბრიუსელში შეხვედრამდე ჩემს ფეისბუქ გვერდზე უკვე მქონდა მონიშნული სომხური მხარის წითელი ხაზები, რაც ნიშნავს, რომ დერეფნის არანაირ ლოგიკას არ ვღებულობთ და ის, რომ რაზეც შევთანხმდით ან ვისაუბრეთ რკინიგზის ნაწილით ბრიუსელში, სოჭში დაწყებული საუბრის შეჯამება იყო და აქ დავაფიქსირეთ შემდეგი, რომ ორივე მხარეზე იქნება საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი, რაც ჩვენთვის მისაღებია, მისაღებია აზერბაიჯანისთვის. ჩვენ ახლა შევთანხმდით რკინიგზის მშენებლობის დაწყებაზე“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავტომაგისტრალებთან დაკავშირებით სომხური მხარის პრინციპული პოზიცია იგივე დარჩა.

„როგორც მე, აზერბაიჯანის პრეზიდენტიც, შევეცადეთ დეტალებში შესულიყავი, ვეცადეთ გაგვეგო, რა არის იმის მიზეზი, რომ გამოვხატავთ ასეთ პოზიციებს, რადგან საჯაროდ გამოთქმული პოზიციები აისბერგის ხილული მხარეა, მაგრამ არის მიზეზები და პრობლემები, რის გამოც ამა თუ იმ პოზიციას გამოვთქვამთ. და როდესაც ჩვენ დეტალებში შევედით, გულწრფელად რომ ვთქვა, იმ დეტალური დისკუსიის დროს დავინახე შესაძლებლობა, რომ ჩვენ შეგვეძლო გარკვეული გადაწყვეტილებების მოძიება, სადაც რეალურად შეიძლება გადაწყდეს როგორც ჩვენი პოზიციები, ასევე აზერბაიჯანის მიერ წამოყენებული წმინდა პრაქტიკული პრობლემები. მაგრამ ამ ნაწილში რაიმე შეთანხმება არ გვაქვს. მე მხოლოდ ამ შეხვედრის შემდეგ დავინახე შესაძლებლობები. ჩვენ უნდა ვეცადოთ გამოვიყენოთ შესაძლებლობები, რომ ვიპოვოთ რეალური კომპრომისული გადაწყვეტა ამ საკითხზე, რომელიც არ კვეთს წითელ ხაზებს, რაზეც უკვე ვთქვი ავტომაგისტრალების ნაწილში“, – დაასკვნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button