პოლიტიკა
კიდევ 71 გარდაცვლილი და 986 ახალი შემთხვევა – 27 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

,,მთავარი არხი” წერს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 986 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 71 ადამიანი.
დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 3 193 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 925 354
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 885 056
- მათ შორის გარდაცვლილი – 13 583
- ბოლო24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 19 701, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 838 , PCR ტესტით – 6 863
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 5%, ბოლო 14 დღის – 5,86% ბოლო 7 დღის – 5,13%
- სულ აცრილია – 2 466 815 დღიურად აცრილია – 2 502
- კარანტინის რეჟიმში – 43
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 070
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 903
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.