საზოგადოება

“ლეგენდების ბილიკი”: კლდოვანი სომხეთი

სომხეთის ტურიზმის კომიტეტმა 34travel ტურისტულ პლატფორმასთან ერთად სიუნიქში „ლეგენდების ბილიკის“ აღმოჩენის მიზნით რუსულენოვანი ტურისტებისთვის საინტერესო გზამკვლევი შექმნა.

„ლეგენდების ბილიკი“ (დაახლოებით  154 კმ) არის ტრანსკავკასიური ბილიკის ნაწილი, რომელიც შეიქმნა People in Need-ის მიერ მოგზაურთათვის, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ კემპირებას ევროკავშირის მხარდაჭერით. ჟურნალისტმა გაიანე მირზოიანმა ბილიკზე მოგზაურობისას დიდი შთაბეჭდილება მიიღო. „სომხეთის სამხრეთით მდებარე სიუნიქის რეგიონი არის კლდოვანი მთების, ტყეების და ხეობების ქვეყანა, ლამაზი და საოცარი. საუკუნეების მანძილზე ადგილობრივ გამოქვაბულებს მამაცი  სიუნიქელები იყენებდნენ, როგორც ბუნებრივ თავშესაფარს, მთები იყო მათი ციხე. სიუნიქის სილამაზისა  და ღირსშესანიშნაობების გასაცნობად ღირს „ლეგენდების გზის“ მარშრუტის გავლა“, – ნათქვამია სტატიაში.

ნახეთ მეტი
Back to top button