მთავარიპოლიტიკა

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ბაქოს “შავ სიაში” მოხვდა

აზერბაიჯანმა საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ვალერი პეკრესი არცახში ვიზიტის გამო “შავ სიაში” შეიყვანა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საფრანგეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული საგარეო საქმეთა სამინისტროში ხუთშაბათს დაიბარეს.

მას საპროტესტო ნოტა გადასცეს, სადაც ნათქვამია, რომ „ასეთი მოქმედებები აზიანებს აზერბაიჯან-საფრანგეთის ორმხრივ ურთიერთობებს“.

სამინისტრომ აღნიშნა, რომ პეკრესის თანმხლები საფრანგეთის მოქალაქეები ახლა შეყვანილნი არიან “შავ სიაში”, რაც ნიშნავს, რომ ისინი აზერბაიჯანში ჩამოსვლას ვერ შეძლებენ.

სომხეთში ვიზიტისას ვალერი პეკრესი შეხვდა პრეზიდენტ არმენ სარგსიანს, საგარტეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს, პარლამენტის თავმჯდომარეს ალენ სიმონიანს, სრულიად სომეხთა კათოლიკოსს გარეგინ II-ს.

ის ასევე ეწვია სომეხთა გენოციდის მემორიალს, ერაბლურის სამხედრო პანთეონს.

შემდეგ ვალერი პეკრესი გაემგზავრა არცახში, სადაც შეხვდა ოფიციალურ პირებს.

ნახეთ მეტი
Back to top button