ანალიტიკამთავარი

საქართველოს “3+3”-ში მონაწილეობასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გამოვრიცხავთ: გელა ვასაძე

“3 + 3” პლატფორმაში საქართველოს მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ აგამოვრიცხავთ. ეს მოსაზრება „არმინფოს“ კორესპოდენტთან საუბრისას გამოთქვა  საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრ GSAC-ის რეგიონული პროგრამების დირექტორმა გელა ვასაძემ.

“ამავდროულად, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მონაწილეობა “3+3”-ში ეწინააღმდეგება მის ეროვნულ ინტერესებს.  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლოდროინდელი განცხადება შესაძლებელია აღქმული იქნას, როგორც „ზრდილობის ჟესტი“ საქართველოსადმი,  მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ის  არ არის მზად ამ ფორმატში მონაწილეობის მისაღებად“, – განაცხადა მან.

ქართველ პოლიტოლოგს მიაჩნია,რომ  საქართველოს დროშის გამოჩენა 10 დეკემბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთის, ირანის, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების მონაწილეობით „3+2“ ფორმატში პირველი შეხვედრისას, არის   საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული ხარვეზების შედეგი. მისი თქმით, თბილისს უნდა შესძლებოდა დროშის გამოფენის თავიდან აცილება.

22 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც უარი თქვა მოსკოვში გამართულ პლატფორმის „3 + 3“ შეხვედრაში მონაწილეობაზე, საქართველომ „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ფორმატის ალტერნატივა შესთავაზა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ინიციატივა მიზნად ისახავს დიალოგის განვითარებას, მეზობლებს შორის, ნდობის აღდგენას და დიალოგში საქართველოს, როგორც შუამავლის როლის გაძლიერებას.

„მე მაქვს ყველა რესურსი, რომ დავიწყო ასეთი დიალოგი, ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან, ნიკოლ ფაშინიანთან და ილჰამ ალიევთან. მოგეხსენებათ, მათთან ერთ წელიწადში ოთხი ოფიციალური შეხვედრა მქონდა. საქართველო მეზობლებს სთავაზობს. არაფორმალური დიალოგის რეგიონალურ პლატფორმას. მასში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამ კონტექსტში ვასაძემ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა  მხარეების მზადყოფნას განავითარონ რეგიონული პროექტები, რომელიც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოში ბოლო ვიზიტის დროს ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას გამოთქვა, ასევე ჩანს საქართველოს მზადყოფნა მხარი დაუჭიროს მშვიდობის დამყარებას სამხრეთ კავკასიაში.

ნახეთ მეტი
Back to top button