სომხეთი აზერბაიჯანთან “სამშვიდობო შეთანხმების” დადების წინააღმდეგი არ არის, – ამის შესახებ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
ფაშინიანის თქმით, სომხეთი დაინტერესებულია „სამშვიდობო შეთანხმების“ გაფორმებით და მასზე მოლაპარაკებების დაწყებით.
„ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა ახლახან შემოგვთავაზეს მოლაპარაკებების დღის წესრიგი, რომლის ერთ-ერთი პუნქტი იყო მშვიდობიანი და ყოვლისმომცველი მოგვარების საკითხი“, – განაცხადა მან.
მან დაარწმუნა, რომ სომხეთს უარი არ უთქვამს და უარს არ იტყვის ამ თემაზე საუბარზე.
„თუ ჩვენ განვაცხადეთ, რომ გვსურს რეგიონში გავხსნათ, ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის მშვიდობიანი განვითარების ეპოქა, სამშვიდობო შეთანხმებაზე უარის თქმა ალოგიკური იქნება“, – განმარტა ფაშინიანმა.
“სამშვიდობო შეთანხმება ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია”, – აღნიშნა ფაშინიანმა.
„ძირითადად, ყველა მოლაპარაკება სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო დებულებებზეა. სომხეთი დემარკაციისა და დელიმიტაციის წინააღმდეგიც არ არის, თუმცა მცდელობა ხდება ასეთი შთაბეჭდილების შექმნაზე“, – განაცხადა პრემიერმა.
ფაშინიანის თქმით, ცხადია, რომ მოლაპარაკებების დროს აზერბაიჯანი ეცდება თავისი ინტერესების, სომხეთი კი თავისი ინტერესების გამოხატვას.
“თუ ჩვენ მოვახერხებთ ორივე მხარისთვის მისაღები სამშვიდობო მოდელის ჩამოყალიბებას, მაშინ მოლაპარაკების მაგიდა ოპოზიციის ველი კი არ იქნება, არამედ იქნება შესაძლებლობა გავიგოთ მეორე მხარის თვალსაზრისი, ჩამოვაყალიბოთ სქემა”, – განაცხადა ფაშინიანმა.