პოლიტიკა

ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილი წარადგინა

,,მთავარი არხი” წერს, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილი ოფიციალურად წარადგინა. 

ცნობისთვის, “მთავარმა არხმა” გუშინ ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძის ნაცვლად ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ზურაბ აზარაშვილს წარადგენდა. 

შეგახსენებთ, რომ ეკატერინე ტიკარაძემ პოსტი 9 დეკემბერს დატოვა.

ზურაბ აზარაშვილის შესახებ:

ზურაბ აზარაშვილი 42 წლისაა. ის ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილის პოზიციას იკავებდა. მისი კარიერა, ისევე, როგორც მინისტრების უმრავლესობის, “ქართუ ბანკში” იწყება.

ზურაბ აზარაშვილი პლასტიკური ბარათებისა და მომსახურების სპეციალისტი იყო. თავდაცვის სამინისტროში ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების შემდეგ ზურაბ აზარაშვილი ჯერ “თბილავიამშენის” გენერალურ დირექტორად დაინიშნა, რამდენიმე თვეში კი “დელტას” ხელმძღვანელად.

ნახეთ მეტი
Back to top button