საზოგადოება

ყველაზე მაღალ ხელფასს სომხეთში IT თანამშრომლები იღებენ

სრ სტატისტიკური კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახად, 2021 წ ოქტომბრის მდგომარეობით, სომხეთში ყველაზე მაღალანაზღაურებადი საინფორმაციო და კომუნიკაციის სფეროს  თანამშრომლები არიან – 556 363 სრ დრამით (დაახლოებით 1115 აშშ დოლარი). კერძოდ, საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 702 776 სრ დრამია (დაახლოებით 1420 აშშ დოლარი).

რაც შეეხება დარგში დასაქმებულთა რაოდენობას, 2021 წ. საინფორმაციო და კომუნიკაციის სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა ოქტომბერში 33 931 იყო. IT სექტორში დასაქმებულთა ჩათვლით – 22117 თანამშრომელი.

ნახეთ მეტი
Back to top button