ამჟამინდელი ეპიდემია კაცობრიობისთვის ბოლო არ იქნება, აუცილებელია ახლის გამოჩენისთვის მომზადება. ამის შესახებ 26 დეკემბერს განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა, იუწყება “არმენპრესი”. „COVID-19 არ იქნება ბოლო ეპიდემია, რომელიც ელოდება კაცობრიობას“, – დაწერა გუტერეშმა Twitter-ზე.
„იმასთან შედარებით, თუ როგორ მოვაგვარებთ ჯანდაცვის სისტემაში არსებულ აჟამინდელ კრიზისს, ჩვენ აუცილებლად უნდა მოვემზადოთ შემდეგი კრიზისისთვის. „ეპიდემიის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღეს, მოდით, ამ საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება და წვლილი შევიტანოთ იმ საკითხში, რასაც ის იმსახურებს“, – განაცხადა მან. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც აწესებს ეპიდემიის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღეს ეპიდემიების პრევენციის, მზადყოფნის გაზრდისა და მათთან საბრძოლველად ძალისხმევის მობილიზების მიზნით. იგი 27 დეკემბერს აღინიშნება, იტყობინება TASS.