ოთხშაბათს თურქეთის აღმოსავლეთით ახალი საავტომობილო გვირაბი გაიხსნება, რომელიც თურქეთს კავკასიის რეგიონის ქვეყნებთან დააკავშირებს.
იტყობინება “არმენპრესი” თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ზე დაყრდნობით.
ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გვირაბი აშენდა ზამთრის პირობებში უსაფრთხო, სწრაფი და შეუფერხებელი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად.
ერზრუმისა დაარდვინის დამაკავშირებელი ფირინკქაიალარის გვირაბი, უზრუნველყოფს კომფორტს ტურისტული და სავაჭრო ცენტრებისკენ ტრანსპორტირების თვალსაზრისით.
ახალი გვირაბი გახდება შესაძლო დამაკავშირებელი მარშრუტი თურქეთიდან საქართველოს საზღვრამდე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტვირთების გადაზიდვას.