პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სანქტ-პეტერბურგში მონაწილეობა მიიღო დსთ-ს წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჯომარტ ტოკაევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაფაროვი, ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი, უზბეკეთის პრეზიდენტი შავქათ მირზიოევი, თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ყაზახეთის პირველინპრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, ასევე დსთ-ს აღმასრულებელი მდივანი სერგეი ლებედევი.
ჯერ გაიმართა შეხვედრის მონაწილეთა ვიდეო გადაღების ცერემონია, შემდეგ კი დამსწრეებს მიესალმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
შეხვედრაზე განიხილეს დსთ-ს ტერიტორიაზე თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე კოროვირუსის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის ღონისძიებები.
რუსეთის ადამიანთა კეთილდღეობისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერალური სამსახურის უფროსის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ანა პოპოვამ დეტალური ანგარიში გააცნო კორონავირუსის წინააღმდეგ გადადგმულ სამუშაოებსა და ნაბიჯებზე.
შეხვედრა დსთ-ს ლიდერების არაფორმალური ვახშმით დასრულდა.