პოლიტიკა

აზერბაიჯანმა წელიწადში 900-მდე წვრთნა ჩაატარა

მიმდინარე წლის განმავლობაში აზერბაიჯანის არმიაში მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით 900-მდე სამეთაურო, ტაქტიკური სპეციალური და სიმულაციური წვრთნები ჩატარდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ანარ ეივაზოვმა წლის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ სამხედროებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო შეჯიბრებებში რუსეთში, ყაზახეთსა და ირანში, ასევე არაერთ საერთაშორისო წვრთნებში თურქეთში, პაკისტანში, საქართველოსა და აზერბაიჯანში.

ნახეთ მეტი
Back to top button