საზოგადოება
კორონავირუსი სომხეთში
სომხეთში, 30 დეკემბერს, 11:00 საათის მდგომარეობით, კორონავირუსის 89 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 196 პაციენტი. გარდაცვლითა რაოდენობა 7-ია. ჩატარდა 7216 ტესტი.
ამგვარად, სულ დადასტურდა კორონავირუსის 344 826 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 331 348. ფაქტობრივ მკურნალობას 4005 პაციენტი იღებს.
სულ დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 7968 შემთხვევა. სხვა დაავადებებით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1505-ს შეადგენს.