საზოგადოება

„მკვლელი დრონები“ შესაძლოა მალე კრიმინალების ხელში მოხვდეს

მას შემდეგ, რაც სამხედროების მხრივ სრულად განვითარდება და სრულყოფილი გახდება  “მკვლელი დრონები”, ისინი აღმოჩნდებიან მოქალაქეების ხელში (როგორც ნებისმიერი სხვა იარაღი). ეს მხოლოდ დროის საკითხია. ამის შესახებ The Next Web-თან ინტერვიუში განაცხადა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორმა და ცხოვრების მომავლის ინსტიტუტის დამფუძნებელმა მაქს თეგმარქმა.

პროფესორის თქმით, როდესაც დამნაშავეების, მაგალითად, ნარკოკარტელების ხელში მოხვდებიან, ეს რობოტები საშინელ იარაღად გადაიქცევიან, რომლითაც ისინი არასასურველ ადამიანებს მოიშორებენ. ხელისუფლება ახლავე უნდა ჩაერიოს, სანამ გვიანი არ არის. „თუკი AK-47-ის ფასად შეგიძლიათ იყიდოთ მკვლელი დრონი, ეს მიდგომა ბევრად უფრო მოსახერხებელია ნარკოკარტელებისთვის, რადგან თქვენ არ დაგიჭერენ, როცა ვინმეს მოკლავთ“, – ამბობს თერგმარქი.

„ასევე შეიძლება  უფრო ეფექტური იყოს დაცვის გარღვევაში. „მაშინაც კი, თუ მოსამართლეს ბევრი მცველი ჰყავს, შეგიძლიათ საძინებლის ფანჯრიდან შეფრინდეთ, სანამ მას სძინავს და მოკლათ…“ – დასძინა მან.

თუმცა, გაერო ამ საკითხის მოგვარებას არ ჩქარობს. მოლაპარაკებები ავტონომიურ „მკვლელ რობოტებზე“ რვა წელია მიმდინარეობს. ექსპერტები ვერ შეთანხმებულან, იტყობინება Popmech-ი.

ნახეთ მეტი
Back to top button