მთავარიპოლიტიკა

სომხურ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზებით მთელი მსოფლიო ისარგებლებს. გაეროში რუსეთის წარმომადგენლის მოადგილე

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ დიმიტრი პოლიანსკიმ თურქული საინფორმაციო სააგენტოს კითხვებს უპასუხა.

თურქული Anadolu-ს ცნობით, დიმიტრი პოლიანსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთმა კმაყოფილებით მიიღო მოლაპარაკებები სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ. „მოსკოვში გამართული შეხვედრა მოულოდნელი არ არის.

თურქეთიც და სომხეთიც ჩვენი კარგი პარტნიორები არიან. ჩვენ მხარს ვუჭერთ რეგიონული ქსელების გაფართოებას. პროცესი ძალიან სენსიტიურია, მხარეებს აკლიათ ნდობა და ის უნდა დაიძლიოს. სომხურ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზებით მთელი მსოფლიო ისარგებლებს“, – განაცხადა დიმიტრი პოლიანსკიმ.

ნახეთ მეტი
Back to top button