ანალიტიკამთავარი

აზერბაიჯანი – გარე ფაქტორი თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობაში

ბოლო კვირების განცხადებებმა, რომ თურქეთი და სომხეთი ცდილობენ ურთიერთობის ნორმალიზებას პირველად ერთი თაობის შემდეგ – შერიგების იმედი გააჩინა. ცნობილი  მიზეზების გამო, დიდი სკეპტიციზმია წარმატების შანსებთან დაკავშირებით, მაგრამ თითოეული  ქვეყნისთვის სპეციალური ელჩების დანიშვნა, როგორც ჩანს, გარკვეულ ხელშესახებ პროგრესს წარმოადგენს, წერს ნილ ჰოუერნი Arab Weekly-ის  თავის სტატიაში.

„მაგრამ არის კიდევ ერთი გარე ფაქტორი, რომელიც უფრო მეტად შეაფერხებს ამ პროცესს, ვიდრე ერევნისა და ანკარას მრავალსაუკუნოვანი ურთიერთბრალდებებიც კი. ბლოკპოსტი სახელწოდებით ბაქო, რომელიც დგას სომხეთსა და თურქეთს შორის.

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან დაახლოებულმა რამდენიმე თურქმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, ერევანში კი პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და სხვებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სომხეთის მზადყოფნის პოზიცია წინაპირობების გარეშე მოგვარებისთვის.

ჩანდა, რომ საკითხი მზად იყო წინ წასასვლელად, მაგრამ არსებობს უსიტყვო დათქმა, რომელზეც ჰკიდია წინსვლის ყველა იმედი. ზოგადად, რამდენად სურს თურქეთს დაემორჩილოს აზერბაიჯანს?

ბაქოს სტრატეგია არის აღვირახსნილი ზეწოლა მეზობელზე, რომელმაც  შარშანდელი ომი წააგო. ცდილობს აიძულოს სომხეთი მთლიანად დატოვოს  რუსეთის მიერ დაცული ყარაბაღი და უზრუნველყოს შეუფერხებელი მოძრაობა აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის, აზერბაიჯანმა დახურა მთავარი გზა ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით, დაიკავა მისი ტერიტორიის ნაწილი და დაიწყო შეტევა სომხეთზე.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა არაერთხელ აღნიშნა, რომ „ყარაბაღის კონფლიქტი დასრულდა“ და „ზანგეზურის დერეფანი გაიხსნება“. ორი მიზანი, რომლის მიღწევაშიც აშკარად თურქეთის დახმარების იმედი აქვს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაურკვეველი იყო, მხარს უჭერდა თუ არა ანკარა ამ პროვოკაციულ სტრატეგიას, რადგან მრავალი თვე გავიდა ისე, რომ თურქეთს არ განუცხადებია ოფიციალური კომენტარები ბაქოს ქმედებებზე სომხეთის საზღვართან.

მაგრამ ეს საკითხი, როგორც ჩანს, მოგვარებულია. ბოლო ორი თვის განმავლობაში თურქმა დიპლომატებმა არაერთხელ მოიხსენიეს აზერბაიჯანი და აღნიშნეს სომხეთთან შესაძლო დაახლოება. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა „აზერბაიჯანთან ერთად იმოქმედებს სომხეთთან მოლაპარაკებების ყველა რაუნდში“. რაც არ უნდა მომხდარიყო კულისებში, როგორც ჩანს, ერდოღანის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ სჯობდა ალიევი განზე დაეტოვებინათ, ვიდრე სომხეთთან ურთიერთობაში რაიმე პროგრესისათვის  საფრთხე შეექმნა.

ბაქო ადრეც ბლოკავდა ამ პროცესს. 2008 წ. ერევანმა და ანკარამ დაიწყეს მოლაპარაკებების სერია საზღვრების გახსნაზე, სანამ აზერბაიჯანის ზეწოლამ  თურქეთზე  მოლაპარაკებები ჩიხში არ შეიყვანა.  მაგრამ ამჯერად თურქეთი ღიად აცხადებს კიდეც, რომ ბაქოს მიერ დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგოდ სომხეთთან ურთიერთობაში არ შევა.

ამ შემთხვევაში, ალიევის პირობები აშკარა დაბრკოლებას ქმნის  სომხეთისთვის სერიოზული მოლაპარაკებებისთვის.

ამ სტატიის წერის  დროს ჰორიზონტზე ჯერ კიდევ ჩანდა გამამხნევებელი,  მაგრამ საბოლოო პროგრესის უწყინარი ნიშნები. ბრიუსელის სამიტზე ფაშინიანი და ალიევი შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის საბჭოთა პერიოდის სარკინიგზო ხაზის გახსნაზე.

რუსეთი არ ხსნის კარტებს, საჯაროდ აცხადებს, რომ  მოითხოვს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სატრანზიტო კავშირების გახსნას, ასევე თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზებას, მაგრამ მისი გულწრფელობა საეჭვოა, რადგან რეგიონში არსებული სტატუს კვო საკმაოდ ხელსაყრელია  მოსკოვისათვის. მაგრამ სანამ რკინიგზა რეალურად არ გადაკვეთს სომხეთ-თურქეთის ან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარს, ეს ყველაფერი არა თუ ხელშესახები შედეგებია, არამენ ცარიელი ლაპარაკი  და მეტი არაფერი“, -წერს სტატიის ავტორი.

ნახეთ მეტი
Back to top button