საზოგადოება

თურქული საქონლის იმპორტზე აკრძალვა მოხსნილია

სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებათაშორისი დისკუსიების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თურქული საქონლის იმპორტზე ემბარგოს შეწყვეტის შესახებ.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში თურქულ საქონელზე აკრძალვას დადებითი და უარყოფითი ეკონომიკური შედეგები მოჰყვა. ერთ-ერთდადებით  ეფექტს წარმოადგენს მსუბუქ მრეწველობაში, სამშენებლო მასალებში, ავეჯში, ასევე სოფლის მეურნეობაში ახლად დაარსებული ან გაფართოებული წარმოება, მაგრამ ემბარგოს მთავარი უარყოფითი შედეგი ფასების ზრდაა.  

ჩვენი ბიზნესმენების მხრიდან თურქული საქონლის იმპორტის აკრძალვის მოხსნის შესახებ. მრავალი განცხადება იქნა შემოსული.  ამ ერთი წლის განმავლობაში არაერთმა ბიზნესმა დაიწყო საქონლის წარმოება თურქულის შემოტანის ნაცვლად. იქნება საპასუხო რეაქცია ახალ პირობებში ასეთი კომპანიების სიცოცხლისუნარიანობისა და კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სახსრების გამოყოფა.

„თურქულ  საქონლზე  იმპორტის აკრძალვის მოხსნის შემდეგ მოსალოდნელია  სომხური საქონლის ექსპორტისთვის უფრო ხელსაყრელ პირობებს შექმნა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button