მთავარიპოლიტიკა

რუდენკომ სამხრეთ კავკასიაში ინფრასტრუქტურის განბლოკვაზე ისაუბრა

სამხრეთ კავკასიაში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამის შესახებ განაცხადა  TASS-თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ.

„ფაქტობრივად, საუბარია ორი ქვეყნის შესაძლებლობაზე, მიიღონ კონკრეტული პრაქტიკული სარგებელი მშვიდობიანი თანაცხოვრებისაგან. რუსეთი ამ პროცესის უშუალო მონაწილეა. 2021 წლის 11 იანვარს მოსკოვში გამართულ სამიტზე რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები შეთანხმდნენ სამმხრივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელსაც ერთობლივად უხელმძღვანელებენ სამი ქვეყნის ვიცე-პრემიერები.. ამ მექანიზმის ფარგლებში მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა რეგიონში როგორც სარკინიგზო, ასევე საგზაო კავშირების აღდგენისთვის“, – განაცხადა ანდრეი რუდენკომ.

მისი თქმით, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მიერ 26 ნოემბერს სოჭში მიღწეულმა შეთანხმებებმა საჭირო ბიძგი მისცა მიმდინარე ერთობლივ მუშაობას. რუდენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორიენტირებულია ერთობლივი ინფრასტრუქტურული ინიციატივების პარამეტრების რაც შეიძლება მალე დასრულებაზე, ასევე კონკრეტული პროექტების დაწყებაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button