ნატოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები 12 იანვარს გაიმართება, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. ამის შესახებ იუწყება „Reuters“-ი.
„რუსეთთან დიალოგი უნდა აშენდეს ორმხრივ მომგებიან საფუძველზე, მოსკოვის ქმედებებთან დაკავშირებით,ნატოს შეშფოთების გათვალისწინებით „…“ ასევე უნდა იქნას გათვალისწინებული ნატოს ევროპელი პარტნიორების შეხედულებები“, – თქვა წყარომ. დეკემბრის შუა რიცხვებში მოსკოვმა ვაშინგტონს და მის მოკავშირეებს შესთავაზა შეერთებულ შტატებთან ხელშეკრულების პროექტი და ნატოს წევრ ქვეყნებთან შეთანხმება, რომელშიც შედის დებულებები უსაფრთხოების ორმხრივი გარანტიების შესახებ, საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების არ განთავსება და შემდგომ გაფართოებაზე უარის თქმა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხარჯზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის განცხადებით, რეაგირების არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია დაპირისპირების ახალი ტალღა. მოლაპარაკებები სამი მიმართულებით წარიმართება. 2012 წლის 10 იანვარს ჟენევაში გაიმართება შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების დონეზე, 12 იანვარს გათვალისწინებულია ბრიუსელში რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომა, მეორე დღეს კი ეუთოს პლატფორმის მრავალმხრივი შეხვედრა ვენაში.