საზოგადოება

სომხეთში შემოსული სატვირთო მანქანებისათვის ახალი საბაჟო სისტემა ამოქმედდება

სომხეთში  ქვეყანაში შემოსული სატვირთო მანქანების  ბაჟის  სისტემა შეიცვლება.  ამის შესახებ „Sputnik სომხეთთან“  საუბრისას ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გნელ სანოსიანმა განაცხადა.

„ეს არის ზოგადი პროცესი, ეს არ არის დაკავშირებული მხოლოდ ირანიდან გადმოზიდულ საქონელთან. სომხეთს აქვს გარკვეული საერთაშორისო ვალდებულებები და ამ ფარგლებში მიმდინარეობს მსჯელობა საკანონმდებლო ინიციატივის წამოწყებაზე”, – თქვა სანოსიანმა.

მისი თქმით, ცვლილების არსი იმაში მდგომარეობს, რომ თუ ახლა სატვირთო მანქანების შემოსვლის საფასურია დაწესებული, მაშინ გეგმავენ საფასურის დაწესებას მანქანის წონისა და ჩვენს ქვეყანაში გავლილ კილომეტრთან შეფარდებით.  მინისტრის თქმით, მსგავსი სისტემა რიგ ქვეყანაში მოქმედებს.

სანოსიანი აღნიშნავს, რომ ეს, ერთი მხრივ, უფრო სამართლიანი იქნება  მეორე მხრივ, პრობლემაც არის, რადგანაც ამ ველში აღმოჩნდებიან  ადგილობრივი, შიდა ტვირთების გადამზიდავებიც.

„ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, მოვისმენთ ჩვენი პარტნიორების აზრს და მივიღებთ ახალ გადაწყვეტილებას“, – ამბობს მინისტრი.

ნახეთ მეტი
Back to top button