საზოგადოება

სომხეთში წარმოებული „Sputnik Light“ გამოყენებული იქნება როგორც მასტიმულირებელი დოზა

სომხეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს დაემატა ვირუსული ვექტორული ტექნოლოგიით წარმოებული „Sputnik Light“ ვაქცინა, რომელიც სომხეთში  განკუთვნილია ბუსტერ დოზად. ამის შესახებ იტყობინება სომხეთის  ჯანდაცვის სამინისტრო.

ვაქცინა ნაჩვენებია კოროვირუსული დაავადების (COVID-19) პროფილაქტიკისთვის 18 წლის და უფროსი ასაკის პირებში.

18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებმა, განსაკუთრებით რისკის ქვეშ მყოფებმა, შეიძლება მიიღონ ბუსტერ დოზა კოროვირუსული ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან  6 თვის შემდეგ, რაც დაეხმარება მათ დაცვას, განსაკუთრებით მსოფლიოში Omicron-ის გავრცელების პირობებში.

ნახეთ მეტი
Back to top button