საზოგადოება

Telegram-ი გახდა ყველაზე პოპულარული მესინჯერი სომხეთში და უკან დასწია Viber-ი

სომხეთში Telegram-ი  გახდა ყველაზე პოპულარული მესინჯერი. ასეთი ინფორმაციაა მოცემული  ანალიტიკურ კომპანია SimilarWeb-ის ანგარიშში. კომპანიამ შეაგროვა მონაცემები Android-ის მომხმარებლებისგან 103 ქვეყანაში.

ინფორმაციული უსაფრთხოების ექსპერტმა სამველ მარტიროსიანმა ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ადრე პირველი ადგილი Viber-ს ეჭირა.  

WhatsApp-ი  რჩება ყველაზე პოპულარულ მესინჯერად მსოფლიოში. ის პირველ ადგილზეა 53 ქვეყანაში, მსოფლიოს მასშტაბით მისი მომხმარებლები საერთო მაჩვენებლის  27% შეადგენს.

მსოფლიოში მეორე ადგილი Telegram-მა დაიკავა, რომელმაც წელს Facebook Messenger-ს გაუსწრო. ახლა ის პირველ ადგილზეა 14 ქვეყანაში.

ნახეთ მეტი
Back to top button