მთავარისაზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი ეწვია სურბ გევორგის ეკლესიას და მიულოცა შობის დღესასწაული

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლს შობა და ნათლისღება მიულოცა, იუწყება „ალიქ მედია“.

პრეზიდენტი თბილისის სურბ გევორგის სამოციქულო ეკლესიაში საშობაო ლიტურგიას დაესწრო და იქიდან მისალოცი გზავნილი გააკეთა.

„ვულოცავ შობას და ნათლისღებას ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ ერს, სომხურ სამოციქულო ეკლესიას, მის მრევლს საქართველოში და მთელ მსოფლიოში. ამ დღემ მოგიტანოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, მრავალგზის აღნიშნოთ ამ სინათლისა და სიკეთის უდიდესი დღესასწაული“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ნახეთ მეტი
Back to top button