
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომეხ ხალხს შობა მიულოცა.
“ვულოცავ ჩვენს სომეხ თანამემამულეებს, მეგობარ სომეხ ხალხს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს”, – ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.
ურთიერთპატივისცემასა და ძმობაზე დაფუძნებული მრავალსაუკუნოვანი ისტორია ჩვენი ხალხების კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობებით არის განპირობებული, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერმა.
მან ყველას უსურვა მშვიდობა, ჯანმრთელობა, სიხარული და წარმატებები.