მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან  სატელეფონო საუბარი გამართა.  სახელმწიფოს  ხელმძღვანელებმა ერთმანეთს შობის დღესასწაული მიულოცეს.

ნიკოლ ფაშინიანმა და  ირაკლი ღარიბაშვილმა კმაყოფილება გამოთქვეს  ორი ქვეყნის მთავრობებს შორის არსებული თანამშრომლობით, რაც ხელს უწყობს  სომხურ-ქართული ურთიერთობების განვითარებას, განიხილეს ორმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებული დღის წესრიგში არსებული რიგი საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button