სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყაზახეთში მასობრივ შეტაკებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ყაზახეთში შეიარაღებულ შეტაკებებს. ტერორისტული ჯგუფების შეღწევის შესახებ ცნობები საგანგაშოა. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ძალადობას, დარწმუნებული ვართ, რომ ეს არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის გზა.
მიგვაჩნია, რომ საჭიროა გადაიდგას ნაბიჯები შემდგომი შეტაკებების თავიდან ასაცილებლად, ქვეყანაში მშვიდობიანი პოლიტიკური პროცესებისთვის საჭირო ტოლერანტობის ატმოსფეროს აღსადგენად, მათ შორის მიტინგების მშვიდობიანი გამართვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზაციისთვის“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.