საზოგადოება

სომხეთში ეპიდემიური მდგომარეობა სტაბილურია

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საუბარი ქვეყანაში ეპიდემიის, მწვავე რესპირატორული ინფექციების (მრი) გამო შექმნილ ვითარებას შეეხო. ჯანდაცვის მინისტრის ანაჰიტ ავანესიანის განცხადებით, ნოემბრიდან გასულ წელთან შედარებით გრიპის შემთხვევები მატულობს.

„ბოლო 10 დღის განმავლობაში ვითარება საკმაოდ დასტაბილურდა. ეს განპირობებულია  სასწავლო არდადეგებითაც. ვიმედოვნებთ, რომ ამ სტაბილიზაციის შედეგად ჩვენ დავაფიქსირებთ კლების გარკვეულ ტემპს. რა თქმა უნდა, მდგომარეობა სრულიად კონტროლირებადია საწოლების მხრივ, ფონდის უზრუნველყოფის კუთხით, და ჩვენი საავადმყოფოები მზად არიან წინააღმდეგობა გაუწიონ გრიპის შტამის გავრცელებას. ამ დროისთვის ჰოსპიტალიზირებულია 595 მოქალაქე. ვიცით, რომ გრიპი ძირითადად ბავშვებს შორის ვრცელდება და სწორედ ისინი არიან გადამტანი“, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა კოვიდ ვაქცინაზე რაიმე უკუჩვენებას არ იწვევს.

შესაბამისად, მოქალაქეებს შეუძლიათ ერთდროულად მიიღონ გრიპის ვაქცინა, რომელიც საკმაოდ ეფექტურია ავადმყოფობის თავიდან აცილებაში და მძიმე შემთხვევებში. „წლებია, სომხეთში გრიპის აცრა ეროვნული პროგრამის ფარგლებში ტარდება. და შედეგები ნამდვილად აჩვენებს, რომ როგორც ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, ასევე 12 წლამდე ასაკის ბავშვები აცრის შემთხვევაში გრიპით დაავადებას თაიდან იცილებენ” – თქვა მან.

ანაჰიტ ავანესიანმა ასევე დეტალები გააცნო KOVID-ით გამოწვეულ ეპიდემიურ მდგომარეობას. „ჩვენ ვაგრძელებთ სტაბილურ, მშვიდ ვითარებას. წინა დღეს დაფიქსირდა 129 დადებითი შემთხვევა, გაკეთდა 5164 ტესტი და, სამწუხაროდ, გვქონდა გარდაცვალების 3 შემთხვევა. ვაქცინაციის პროცესიც მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, მეორე დოზით უკვე ვაქცინირებული გვყავს 722 409 მოქალაქე, პირველი დოზით – 946 984. მასტიმულირებელი დოზებით ვაქცინაციას უკვე ვაკეთებთ, მოვუწოდებთ იმ მოქალაქეებს, რომლებიც 6 თვის წინ აიცრენ, მოვიდნენ და მიიღონ მესამე დოზა“, – განაცხადა მინისტრმა.

ააამასთან დაკავვშირებით ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს. „თუ ვაქცინაციას სათანადოდ არ გავაგრძელებთ, კრიზისი აუცილებლად დაბრუნდება. ამ დროისთვის სომხეთში „ომიკრონის“ შტამი არ არის რეგისტრირებული, მაგრამ ეს გარდაუვალია. ამიტომ, თუ ვაქცინაციის პროცესს სრულად არ გავაგრძელებთ, მათ შორის სტიმულატორების დოზის გაზრდას, კვლავ კრიზისის წინაშე აღმოვჩნდებით“.

ნახეთ მეტი
Back to top button