საზოგადოება

უარყოფითი PCR ტესტი ან ვაქცინაცია სავალდებულო იქნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში

10 იანვარს გამოქვეყნდება ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისას ან უნდა ჰქონდეთ უარყოფითი შედეგი კორონა ვირუსის PCR ტესტზე, ან აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი ან დანართი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა მთავრობის 5 იანვრის სხდომაზე განაცხადა და დასძინა, რომ ბრძანება ამოქმედდება არა გამოქვეყნების დღიდან, არამედ „უახლოესი 15 დღის განმავლობაში, რათა მეწარმე სუბიექტებს დრო მიეცეს“.

„ბრძანება გამოქვეყნდება ორშაბათს, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, თეატრებში, კონცერტებზე სტუმრობისას მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ ან PCR ტესტის შედეგი 72 საათის განმავლობაში, ან სწრაფი ტესტის შედეგი ან ვაქცინაციის მოწმობა. „მომავალი 15 დღის განმავლობაში ბრძანება ამოქმედდება, 15 დღეს მივცემთ ბიზნესს მოსამზადებლად და საზოგადოებას ვაცნობებთ მოსალოდნელი ცვლილების შესახებ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button