მთავარისაზოგადოება

COVID-19: ევროკავშირის სტანდარტებით სომხეთი ამჟამად მწვანე ზონაშია

სომხეთში კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება შედარებით დაწყნარდა. ინფექციის რეპროდუქციული მაჩვენებელი 1-ზე ნაკლებია და არის 0,9. სომხეთის  ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის ინფექციურ და არაინფექციურ სნეულებათა ეპიდემიოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა რომელა აბოვიანმა “არმენპრესსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში რეპროდუქციული მაჩვენებელი 54%-ით შემცირდა, წინა 14 დღესთან შედარებით.

„დადებითი ტესტების წილი 1,3%-ია. საავადმყოფოების დატვირთვა ახლა შედარებით შემსუბუქდა. კარგი ამბავი ის არის, რომ ამჟამად,   ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით, სომხეთი მწვანე ზონაშია, ვაქცინაციის პროცესი კი -საკმაოდ აქტიური“, – განაცხადა რომელა აბოვიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button