პოლიტიკა

აზერბაიჯანელებმა ჯარისკაცს მოსთხოვეს მრწამსის შეცვლა, ვისაც ჯვარი ჰქონდა, ან გამორთვეს, ან გაანადგურეს. ადამიანის უფლებათა დამცველი

ის, რომ აზერბაიჯანმა ომის შემდეგ მტრული პოლიტიკა შეიმუშავა, ამას მოწმობს სომეხი ტყვეების წამების ახალი ფორმები. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს სრ სახალხო დამცველი არმან თათოიანი

„მაგალითად, ერთ შემთხვევაში აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომეხ ჯარისკაცს მოსთხოვეს უარი ეთქვა ქრისტიანობაზე და მიეღო ისლამი. როდესაც სომეხმა ჯარისკაცმა უარი თქვა დამორჩილებაზე, ფეხი დაუწვეს, სასტიკად სცემეს და დასცინოდნენ. მსგავსი რამ აქამდე არ აგვიღნიშნავს.

სხვა შემთხვევაში შენიშნეს ჯვრის ტატუ და სხეულის ის ნაწილი სანთებელით დაუწვეს და სასტიკად სცემეს.

ვისაც ჯვარი ჰქონდა, ან გამოართვეს ან გაანადგურეს. როცა ჩვენმა ტყვეებმა ჯვრების დაბრუნება მოითხოვეს, სასტიკად სცემეს და დასცინოდნენ. ისინი დასცინოდნენ რელიგიას.

ეს შემთხვევები აზერბაიჯანის ხელისუფლების მფარველობისა და სომხების მიმართ მტრული პოლიტიკის პირდაპირი შედეგია.

მტკიცებულებაა იმის, რომ ომის შემდეგ ეს პოლიტიკა მხოლოდ გაძლიერდა და რამდენად ღრმად გაიდგა მან ფესვები.

მეტიც, აქცენტებიც კი შეიცვალა. გარდა ეთნიკური კუთვნილებისა, ანუ სომხობისა, რელიგიური კუთვნილებაც არის გათვალისწინებული.

PS ეს შემთხვევები დაფიქსირდა აზერბაიჯანში პატიმართა წამების შესახებ სრ ადამიანის უფლებათა დამცველის ბოლო სპეციალური მოხსენების შემდეგ.

განსაკუთრებით ვაფრთხილებ ყველას, ვინც ფიქრობს ამ პუბლიკაციის უარყოფას, რომ არსებობს სანდო ობიექტური მტკიცებულებები, რომლებსაც, თუმცა, არ ვამხელ, რათა არ გავხადო ხალხი სამიზნედ. ამ პუბლიკაციას კი ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენც და საერთაშორისო თანამეგობრობამაც იცოდეს რეალური ვითარება, თუ რა უფლებების დარღვევა ხდება“, – წერს ის.

ნახეთ მეტი
Back to top button