
რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებმა დაასრულეს კუხო-ს სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში შემავალი სომხური ჯარების გადაყვანა ყაზახეთში, ამის შესახებ იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
„დასრულებულია კუხო-ს სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში შემავალი სომხური ჯარების გადაყვანა ყაზახეთში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ სამხედროები სომხეთის „ზვარტნოცის“ აეროპორტიდან რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების „ილ-76“ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით ყაზახეთში, ალმათის აეროპორტში გადაიყვანეს.