მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და არცახის ომბუდსმენებმა აზერბაიჯანის ყალბი ფაქტების შესახებ საგანგებო ანგარიში გამოაქვეყნეს

სომხეთისა და არცახის ომბუდსმენებმა ინგლისურ ენაზე გამოაქვეყნეს საგანგებო ანგარიში აზერბაიჯანში ყალბი მშვიდობისმოყვარეობის  ფაქტებზე.  ამის შესახებ სახალხო დამცველის ფეისბუქის გვერდი იუწყება.

ამ ანგარიშში ნათქვამია, რომ რეალური მშვიდობის დასამყარებლად და კონფლიქტებში ადამიანის უფლებების დასაცავად საჭიროა პატიოსანი, ნდობაზე დამყარებული დიალოგი. ეს დიალოგი უპირველეს ყოვლისა აუცილებელია საზოგადოებებს შორის, როგორც მშვიდობის გრძელვადიანი გარანტია, რათა სახელმწიფოებმა არ მოახდინონ პოლიტიკური დირექტივები ან ხელოვნური ჩარევები.

ჭეშმარიტი მშვიდობისკენ მიმავალი გზა გულისხმობს იმას, რომ პოლიტიკურ ფაქტორებს არ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ადამიანის უფლებების დაცვაზე.

მთავარი ფაქტორია ის, რომ  სახელმწიფოს აუღიარებლობა  ან  რომელიმე ტერიტორიის პოლიტიკური სტატუსი არ შეიძლება იყოს დაბრკოლება იქ მცხოვრები ხალხის უფლებების დასაცავად.

ეს მოხსენება, რომელშიც წარმოდგენილია 1990-იანი წლებიდან მოყოლებული არცახთან დაკავშირებული სხვადასხვა სამშვიდობო ინიციატივები, ეხებოდა 2016-2017 წლების ბაქო-თბილისის პლატფორმებს, რომლებიც აზერბაიჯანის მხარემ აზერბაიჯანული სისასტიკით დაიწყო აპრილის ომისთანავე. ეს ინიციატივები გამოცხადდა სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელ ინიციატივებად, ხოლო მათ ორგანიზებას უწევდა და ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის მთავრობა და კერძოდ, სპეცსამსახურები.

გარდა იმისა, რომ ეს პლატფორმები იგნორირებას უკეთებდნენ ეროვნული თვითგამორკვევის ბუნებრივ უფლებას, ისინი სრულად ასახავდნენ მხოლოდ აზერბაიჯანის სახელმწიფო პოლიტიკას. უფრო მეტიც, ამ ინიციატივებს არავითარი კავშირი არ ჰქონდა სომხეთისა და არცახის სამოქალაქო საზოგადოებებთან და მათში აზერბაიჯანულმა მხარემ არაერთი სომეხი ჩართო, რომლებიც გამოირჩეოდნენ ანტისომხური გამოსვლებით. ამავდროულად, აზერბაიჯანის მთავრობა აგრძელებდა ანტისომხური განწყობის სპონსორობის სახელმწიფო პოლიტიკას.

ის ფაქტი, რომ ეს ინიციატივები არ იყო მიმართული რეალური მშვიდობის დამყარებაზე, არ მოიცავდა ჭეშმარიტად დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს ან მოღვაწეებს, იყო მართული აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ. რამდენიმე სომეხმა პოლიტიკურმა მოღვაწემ განაცხადა რომ ცრუ ინტევიუები და განცხადებები ქვეყნდებოდა მათი სახელით.  აზერბაიჯანის მთავრობა ცდილობდა მათ მოქრთამვას ცრუ  განცხადებებისთვის. ყველა ეს შემთხვევა გამოხატულია სომხეთისა და არცახის უფლებადამცველების ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშში ასევე მოცემულია აზერბაიჯანელი სახელმწიფო მოღვაწეების გამოსვლები და ინტერვიუები, რომლებიც ცხადყოფენ  აღნიშნულ პლატფორმებში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოღვაწეების მიმართულებასა და დამოკიდებულებას აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button