მთავარიპოლიტიკა

სომხეთი და შეერთებული შტატები დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავს აღნიშნავენ

სომხეთი და შეერთებული შტატები აღნიშნავენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს, რაზეცსომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია.

„სომხეთის რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები დღეს აღნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს.

დამოუკიდებლობის მომენტიდან, შეერთებული შტატები იყო და არის  სომხეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორი, რომელიც მუდმივად უჭერდა მხარს ქვეყანაში განვითარებისა და რეფორმების პროგრამებს.

სომხეთი ასევე ხაზს უსვამს აშშ-ს ჩართულობასა და დაბალანსებულ პოლიტიკას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე.

თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენი ოცდაათწლიანი პარტნიორობა ემყარება საერთო ღირებულებების ერთობლიობას, ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიული პრინციპების დაცვას და კანონის უზენაესობას.

კმაყოფილებით ხაზს ვუსვამთ იმას, რომ 2019 წელს სომხურ-ამერიკული ურთიერთობები ამაღლდა სტრატეგიული დიალოგის ახალ დონეზე და ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება ახალი იმპულსი ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში.

სომეხთა გენოციდის აღიარება არის ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დამცველის ნათელი დასტური. აშშ-ს კონგრესის ორი პალატის 2020 წლის რეზოლუციები და  აშშ-ს პრეზიდენტის განცხადება 2021 წლის 24 აპრილს  მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ადამიანის უფლებების უზენაესობის უზრუნველყოფის, ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და შემდგომი გენოციდების პრევენციის თვალსაზრისით.

შეერთებული შტატები სომხეთის გვერდით იდგა ჩვენი ხალხისთვის არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენის დროს. სომხეთი თავისი მოკრძალებული პოტენციალით მონაწილეობდა და მხარს უჭერდა ამერიკულ ინიციატივებს საერთაშორისო ტერორიზმის, მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამერიკელ-სომხებმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში და თავიანთი აქტიური საქმიანობით ისინი ხიდს წარმოადგენენ ჩვენს სახელმწიფოებს შორის.

ვიმედოვნებთ, რომ ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა მომავალშიც  გაგრძელდება  ჩვენი ორი ხალხის საკეთილდღეოდ“.

ნახეთ მეტი
Back to top button