პოლიტიკა

ყაზახეთს შეეძლო არეულობის დარეგულირება კუხო-ს ჩართვის გარეშე. ბლინკენი

შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ ყაზახეთის ხელისუფლებას შეუძლია არეულობა დამოუკიდებლად მოაგვაროს კუხო-ს ჩართვის გარეშე. ამის შესახებ „არმენპრეს“-ის ცნობით, პრესკონფერენციაზე განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

„რაც შეეხება კუხო-ს, აქ გვაქვს კითხვები [ყაზახეთის] მოთხოვნასთან დაკავშირებით, რატომ იყო ასეთი მოთხოვნა, ვცდილობთ ამ საკითხზე მეტი ინფორმაცია მივიღოთ. მიმაჩნია, რომ ყაზახეთის ხელისუფლებას და მთავრობას, უდავოდ, აქვს პოტენციალი, გაუმკლავდეს სიტუაციას, დაიცვას მომიტინგეების უფლებები და ამავდროულად შეინარჩუნოს წესრიგი. ”ამიტომ, გაუგებარია, რატომ სჭირდებოდათ მათ გარე მხარდაჭერა”, – თქვა ბლინკენმა.

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა კუხო-ს სამშვიდობოებს და ყაზახეთის უსაფრთხოების ძალებს, პატივი სცენ აქციის მონაწილეთა უფლებებს. მან ასევე განაცხადა, რომ ყაზახეთში მიმდინარე არეულობის უკან არის პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზები.

ნახეთ მეტი
Back to top button