პოლიტიკა

ყაზახეთში გამგზავრებულ სომეხ სამშვიდობოებს შორის ერთი ქალია

კუხო-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ყაზახეთში გამგზავრებულ სომეხ სამშვიდობოებს შორის ქალი სამხედროცაა. ამის შესახებ ვიგებთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა კუხო-ს კოლექტიური უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად კუხო-ს სამშვიდობო ძალების გაგზავნის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკაში შეზღუდული ვადით. შეიარაღებულმა ძალებმა ყაზახეთის რესპუბლიკაში გაგზავნეს სამშვიდობო ქვედანაყოფი (100 სამხედრო მოსამსახურე).

მისიის განმავლობაში, სრ შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ქვედანაყოფი განახორციელებს ექსკლუზიურად სტრატეგიული შენობებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის ფუნქციებს.

ნახეთ მეტი
Back to top button