მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანელი მეთაურები ატარებენ სამხედრო წვრთნებს „ტყვეების მიმართ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დაცვით“

აზერბაიჯანის სახმელეთო ჯარების მეთაურთა სამხედრო ნაწილში გაიმართა 2022 სასწავლო წლის პირველი სასწავლო-საწვრთნელი მოსამზადებელი მეცადინეობა. ამის შესახებ იუწყება აზერბაიჯანული მედია თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

„დაზვერვის მონაცემებით, გეგმის შესაბამისად, განისაზღვრა პირობითი მტრის დივერსიული ჯგუფის მიერ მომზადებული პროვოკაციის არეალი. შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, პერსონალმა დატოვა მუდმივი დისლოკაციის ადგილი და გაემართა ოპერატიული ტერიტორიის მიმართულებით. მეთაურებმა აღმოაჩინეს და გაანეიტრალეს პირობითი მტრის დივერსიული ჯგუფი და მიიღეს ზომები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და პრინციპების ფარგლებში იმ პირების მიმართ, რომლებიც  ტყვედ ჩავარდნენ ამოცანის შესრულებისას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანი ცდილობს ასწავლოს თავის სამხედროებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და პრინციპების დაცვა, დასაფასებელია, თუმცა არც თუ იმდენად სარწმუნო. როგორც 2016 წლის აპრილის ომმა, ასევე 2020 წლის 44-დღიანმა ომმა აჩვენა, თუ როგორ ესმით აზერბაიჯანელ სამხედროებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები: მსხვერპლთა ცხედრების შეურაცხყოფა, ცოცხალთა თავების მოკვეთა, წამება და დამამცირებელი მოპყრობა სომეხი სამხედრო ტყვეების მიმართ.

ნახეთ მეტი
Back to top button