თურქეთისა და აზერბაიჯანის რეგიონალური გათვლები აირია. ტიგრან აბრაჰამიანი
აზერბაიჯანულ-თურქულ პრესაში საკმაოდ საყურადღებო კუთხითაა წარმოდგენილი ყაზახეთში მიმდინარე მოვლენები. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს საპარლამენტო ფრაქცია „მაქვს პატივი“ წევრი ტიგრან აბრაჰამიანი.
მან, კერძოდ, აღნიშნა. „თუკი ყაზახეთის კრიზისის პირველ დღეებში აზერბაიჯანში ძირითადად მშრალი ინფორმაცია იდებოდა, კუხო-ს სწრაფი რეაგირების ძალების ყაზახეთში გადაყვანის შემდეგ, აზერბაიჯანულმა ვებგვერდებმა და ტელეგრამის არხებმა, რომლებიც აშკარად სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება, წამოიწყეს არა მხოლოდ ანტირუსული კამპანია, არამედ ყაზახეთის ხელისუფლების წინააღმდეგაც.
თურქეთისა და აზერბაიჯანის რეგიონალური გათვლები ერთმანეთში აირია, და მათ დაივიწყეს რა მათთან მჭიდრო, მრავალმხრივი, ღრმა ურთიერთობების მქონე ყაზახეთი, სხვადასხვა ანტიპროპაგანდისტული დოზით უმიზნებენ ყაზახეთსაც.
გარკვეული ცვლილებები განიცადა ევროკავშირიდან, აშშ-სა და ნატოდან მომავალმა სიგნალებმაც, რასაც ხილულ ნაწილში საფუძვლად უდევს ყაზახეთში კუხო-ს ძალების განლაგების, მიმდინარე პროცესებში ჩართულობისა და ხანგრძლივი ყოფნის საკითხი.
თუმცა, ცხადია, რომ რეალურად პროცესები გაცილებით ღრმაა, არის გავლენის სფეროებზე კონტროლისა და შესაძლო კომუნიკაციების პრობლემა.
„ახლა უკვე ნათელია, რომ ყაზახეთში ადგილის მქონე მოვლენების შემდეგ, ევრაზიის რეგიონში მოქმედი ძალები თავიანთ პოლიტიკაში გადახედვას განახორციელებენ და ამიერიდან პროცესები სხვა ლოგიკით წარიმართება“.