პოლიტიკა
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო კონტიგენტის ეტაპობრივი გაყვანა ყაზახეთიდან ორ დღეში დაიწყება
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ძალების ძირითადი მისია წარმატებით დასრულდა, – ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნის პარლამენტში სიტყვით განაცხადა.
მისი თქმით, სამშვიდობო ძალების ეტაპობრივი გაყვანა ორ დღეში დაიწყება.
„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ძალების ეტაპობრივი გაყვანა ორ დღეში დაიწყება. პროცესი მაქსიმუმ 10 დღეს გაგრძელდება“, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ყაზახეთმა კანონიერად მიმართა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნის მოთხოვნით. თოყაევის მტკიცებით, ხელისუფლებას რომ ეს ნაბიჯი არ გადაედგა, შესაძლოა მას კონტროლი დაეკარგა ალმათზე, რითაც მთელი ქვეყნის დაკარგვის საფრთხე შეიქმნებოდა.