საზოგადოება

მარტში “ომიკრონის” საწინააღმდეგო ვაქცინა მზად იქნება – Pfizer

Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალბერტ ბურლა ამბობს, რომ ვაქცინა, რომელიც კორონავირუსის “ომიკრონის” ვარიანტის წინააღმდეგ იმოქმედებს, მარტში მზად იქნება. მისი თქმით, გარკვეული დოზების წარმოება უკვე დაწყებული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს mtavari.tv.

ბურლამ აღნიშნა, რომ ვაქცინა ასევე ეფექტური იქნება ვირუსის სხვა ვარიანტების მიმართ, რომლებიც ახლა ცირკულირებენ. მისი თქმით, ჯერ დაზუსტებული არაა როგორ გამოიყენებენ ამ ვაქცინის დოზებს, თუმცა Pfizer-ს ექნება, რადგან ზოგიერთ ქვეყანას სურს, რომ ის რაც შეიძლება მალე მომზადდეს.

ცნობისთვის, ამჟამად “ომიკრონის” შტამი მსოფლიოში დომინანტ შტამად რჩება. ის მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ყველა სხვა ვარიანტთან შედარებით სწრაფად ვრცელდება.

ნახეთ მეტი
Back to top button