სპორტი

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ესპანეთში იმყოფებიან

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არმენ მელიქბეკიანი და ვიცე პრეზიდენტი არმენ ნიქოღოსიანი სამუშაო ვიზიტით ესპანეთში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა.

უახლოეს მომავალში სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია გეგმავს საგანმანათლებლო დარგში პროგრამების განხორციელებას ესპანეთის სხვადასხვა დაწესებულებებთან, სამწვრთნელო დარგის, ასევე მედიცინისა და სპორტული ფსიქოლოგიის დარგის სპეციალისტების ტრენინგებზე გაგზავნას.

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არმენ მელიქბეკიანი ასევე ეწვია Marca-ს ოფისს და ინტერვიუ მისცა ყველაზე ავტორიტეტულ ესპანურ პერიოდულ გამოცემას.

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის დელეგაციამ ასევე მოწვევა მიიღო მადრიდის “ატლეტიკოს” პრეზიდენტ ენრიკე სერეცსოს მხრივ ესპანეთის თასის მატჩზე დასასწრებად “ატლეტიკოსა” და “რაია მაჰადაჰონდას” შორის, რომელიც მადრიდული გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

ასევე გაიმართა შეხვედრა ესპანეთში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სოს ავეტისიანთან. შეხვედრისას ელჩმა ავეტისიანმა გამოთქვა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს სომხეთის ფეხბურთის ფედერაციას ესპანეთის სხვადასხვა სტრუქტურებთან პროგრამების განხორციელებასა და ახალი კონტაქტების დამყარებაში.

სომხურ-ესპანური ფეხბურთის შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების მიზნით, არმენ მელიქბეკიანი და არმენ ნიკოღოსიანი ასევე შეხვდნენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან მწვრთნელს – მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულს ვისენტე დელ ბოსკეს, აგრეთვე ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებულს, ესპანეთის ხუთეულის ჩემპიონს, უეფას სუპერთასის და კონტინენტთაშორისი თასის გამარჯვებულ ფერნანდო იეროს.

ნახეთ მეტი
Back to top button