პოლიტიკა

22 იანვრიდან სომხეთში საზოგადოებრივი თავშეყრის ზოგიერთი ადგილი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ვაქცინაციის ან ტესტირების შემთხვევაში

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა დეტალები  ახალი შეზღუდვების შესახებ, რომელიც 22 იანვრიდან ამოქმედდება.

22 იანვრიდან საზოგადოებრივი კვების დაწესებულებების, სასტუმროს ობიექტების, გიმნაზიების, ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, კონცერტების, კინოთეატრების და სხვა კულტურული ორგანიზაციების სტუმრებს შეეძლებათ შესვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარადგენენ  ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელ ცნობას  ან ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.

ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ გამოიყენება 18 წლამდე ახალგაზრდისთვის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, ორსულობისა და  უკუჩვენების დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტის წარდგენისას და კორონავირუსის (COVID-19) დიაგნოზის დადებითი   შედეგის პირველი დადებითი PCR ტესტიდან 90 დღის განმავლობაში არსებული დოკუმენტის ქონებისას.

ნახეთ მეტი
Back to top button