პოლიტიკა

Netflix-ის სერიალებმა თურქეთში აჟიოტაჟი გამოიწვია. ნაჩვენებ რუკაზე სომხეთი წარმოდგენილია ისტორიული საზღვრებით

შეერთებულ შტატებში მოქმედი პლატფორმით Netflix-ით ნაჩვენებ მრავალსერიანი  სერიალის ერთ-ერთ სერიაში, მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინგრადის ბრძოლის ამსახველ მონაკვეთში ნაჩვენები იყო  რუქები, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია თურქულ საზოგადოებაში.

როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ამის შესახებ იუწყება თურქული yeniakit.com.tr.

„მეორე მსოფლიო ომის შესახებ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ნეტფლიქსზე გავიდა, თურქეთის ტერიტორია სომხეთის ტერიტორიად იყო წარმოდგენილი. თურქეთისადმი ავადმყოფურმა მტრობამ, რამაც მაყურებლის დიდი რეაქცია გამოიწვია, აჩვენა, რომ ის ისტორიულ დოკუმენტურ ფილმშიც კი არ მოერიდა თურქეთის ტერიტორიული მთლიანობის დათმობას. „აკიტინს“ აცნობეს რა ამერიკული კინოპლატფორმის შეურაცხყოფის შესახებ, მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ RTÜK-მა (თურქეთის რადიოსა და ტელევიზიის უმაღლესმა საბჭომ) უნდა მიიღოს ზომები და უმძიმესი სანქციები დაუწესოს იმ ორგანიზაციას, რომელიც არ ყოყმანობს ღიად გამოხატოს თავისი მტრობა თურქეთის მიმართ“, – წერს გაზეთი.

წყაროს ცნობით, აურზაური პირველმა გამოიწვია თურქეთის საზღვაო-გლობალური სტრატეგიების ცენტრმა.

„ჩვენ ვგმობთ ყველა ამ ინიციატივას, რომელიც მიმართულია თურქეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე“, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button