პოლიტიკა

ალმათის პურის ქარხანას სომეხი სამშვიდობოები იცავენ

სომეხი სამშვიდობოები იცავენ  ალმათის პურის ქარხანას, რომელიც პურს აწვდის მთელ ქალაქს. ინფორმაციას RT ავრცელებს.

„სანამ ბელორუსი სამშვიდობოები მსახურობენ საჰაერო ბაზაზე, ხოლო ყირგიზები ალმათის თბოელექტროსადგურში, სომხებს დავალებული აქვთ  დაიცვან პურის ქარხანა.  ფაქტობრივად, ეს მნიშვნელოვანი ობიექტია, რადგან ყველა პური, რომელიც ქალაქს მიეწოდება, აქ ცხვება. ქარხანა  არა მარტო პურს აცხობს, არამედ ფუნთუშებს, ტკბილეულს და ა.შ.“ – წერს RT-ის კორესპონდენტი.

მისივე თქმით, არეულობის გამო ქარხნის თანამშრომლებს სახლში დამალვა დაავალეს. მოსალოდნელი იყო  პურის დეფიციტი, თუმცა მდგომარეობა დასტაბილურდა.

ნახეთ მეტი
Back to top button