თურქი ადმირალი: “ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევქმნათ თურანის არმია”
თურქულ ნაციონალისტურ გაზეთ Yeni Akit-თან ინტერვიუში, საზღვაო და გლობალური სტრატეგიის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა და TR საზღვაო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჯიჰათ იაიჯიმ განაცხადა, რომ „თურქული არმიის“ სასწრაფოდ შექმნა აუცილებლობაა.
იაიჯიმ ეს მოსაზრება ყაზახეთში კუხო-ს ძალების განლაგების კონტექსტში გამოთქვა და ამ მისიაში სომხეთის მონაწილეობაზეც ისაუბრა.
ამასთან დაკავშირებით, იაიჯიმ შემდეგი აქცენტი გააკეთა:
„ის, რომ სომხური არმია კუხო-ს ეგიდით იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც ყაზახეთში ე.წ. „სამშვიდობო ძალები“ შეიყვანეს, არის მოვლენა, საიდანაც მთელმა თურქულმა სამყარომ უნდა ისწავლოს გაკვეთილი.
იაიჯიმ შემდეგი დასკვნა გამოიტანა:
„საქმის არსი შემდეგია: თურანის არმია დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას. ჩვენ, როგორც ყაზახეთის მომავლის, ისე თურქული სამყაროს ინტეგრაციის თვალსაზრისით, შეშფოთებულნი ვართ ყაზახეთში კუხო-ს ძალების შეჭრის და სტრატეგიის საკითხით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მათ შორისა არიან სომხეთის სამხედროები“.