მთავარიპოლიტიკა

სერდარ ქილიჩი – სპეციალური წარმომადგენელი სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის საკითხებში

თურქი დიპლომატი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სერდარ ქილიჩი ოფიციალურად დაინიშნა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზებაში თურქეთის ინტერესების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელად.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ხელმოწერილი ბრძანება უკვე გამოქვეყნდა თურქეთის მთავრობის ოფიციალურ გაზეთში (Resmi gazete), იუწყება ermenihaber.am.

გუშინ სერდარ ქილიჩი შეხვდა თურქეთის თავდაცვის მინისტრს, გენერალ ჰულუსი აკარს. ამის შესახებ იტყობინება თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი და შეხვედრის დღის წესრიგის შესახებ რაიმე ინფორმაციის გამოქვეყნებისგან თავს იკავებს.

სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში სომხეთის მიერ დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე რუბენ რუბინიანია.

ნახეთ მეტი
Back to top button